საქართველოს საგარეო უწყება ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება. როგორც ჟურნალისტებთან მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, შესაბამისი სია ელჩების გამოწვევასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას ნოემბრის ბოლოს გადაეგზავნა.
,,გაგზავნილ სიაში რამდენიმე ქვეყანა იყო მოხსენიებული რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ახალ მთავრობას მიაჩნია, რომ ელჩი უნდა გამოიცვალოს. მათ შორის იყვნენ ის ელჩები, რომელთაც თვითონ განაცხადეს, რომ არ აპირებენ თანამშრომლობას ახალ ხელისუფლებასთან და პოლიტიკური შეხედულებების განსხვავების გამო მიზანშეწონილად მიაჩნიათ თანამდებობის დატოვება. გაგზავნილ სიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მხრიდან რეაქცია არ ყოფილა. ვაშინგტონში გამგზავრებამდე პრეზიდენტს წერილითაც მივმართე და ვუთხარი, რომ ელჩების გამოწვევის სია ბატონ გიგა ბოკერიასთვისაა გადაცმული და კონკრეტულ ქმედებებს ველოდებით. ეს კონკრეტული ქმედებები ჯერჯერობით განხორციელებული არ არის", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ოფიციალურად ელჩის თანამდებობა იტალიაში საქართველოს ელჩმა კოტე გაბაშვილმა დატოვა.