პარალამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ბარამიძის სამუშო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქ. ვაშინგტონში დასრულდა.
2-დან 8 დეკემბერამდე მან შეხვედრები გამართა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრებთან: ჯონ ბუზმენთან, რიჩარდ ლუგართან, ჯოზეფ ლიბერმანთან, კონგრესმენ ჯო ენ ემერსონთან და მარიო დიას-ბალარტთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენ ვოლაკთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტ ლორნე კრანერთან; ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელობასთან - პრეზიდენტ ფრედ კემპესთან და აღმოასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ ვილსონთან, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ-ევრაზიული საკითხების ბიუროს კავკასიისა და რეგიონული კონფლიქტების სამმართველოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ალან ფურსელთან.
საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ამერიკისა და საქართველოს შორის ურთიერთობებს და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესის შემდგომი განვითარების საკითხებს.
ასევე, გიორგი ბარამიძე სიტყვით გამოვიდა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ ამერიკის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ „ევროპა-ამერიკის მე-4 ფორუმზე".