კობი-გუდაურის გზაზე დიდთოვლობის გამო სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. მოძრაობა აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის.
ასევე შეზღუდვებია დაწესებული 30 კაცზე მეტი ტევადობის ტრანსპორტისთვის.
დიდთოვლობის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე კი ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მოძრაობას ძლიერი ქარი ართულებს. განსაკუთებით მძიმე მდგომარეობაა კობის უღელტეხილზე, სადაც ნამქერის გამო მსუბუქ ავტომობილებსაც უჭირთ გადაადგილება.
როგორც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიცია აცხადებს, აუცილებელია მძღოლებმა იქონიონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.