"საქართველოსთან ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულების გაფორმება რჩება ჟენევის მოლაპარაკებებზე სამხრეთ ოსური მხარის ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანად", _ ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე ოსური დელეგაციის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თიბილოვმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვინაიდან ეს არის ერთადერთი საერთაშორისო მოედანი სადავ კონფლიქტურ დარეგულირებაზე მიდის მუშაობა.
"ჯერ ჯერობით ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, თუ როგორ მოიქცევა ქართული მხარე მას შემდეგ რაც თბილისში ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდა და იქ ახალი რეალობა ჩამოყალიბდა. ხოლო ამ დოკუმენტის ხელის მოწერისათვის მუშაობას ნებისნიერ შემთხვევაში გავაგრძელებთ, იმისათვის რათა საქართველოს მხრიდან უსაფრთხოების გარკვეული გარანტილები გვქონდეს", _ განაცხადა თიბილოვმა.