მთაში თოვლის მოსვლის გამო ხევსურეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ჩაიკეტა. გზა აპრილამდე აღარ გაიხსნება.
„შატილში თოვლი გუშინ ღამით მოვიდა. „დათვის უღელტეხილი" საიდანაც გზა პირიქითა ხევსურეთში გადადის, ჩაიკეტა. გზა გაწმენდას უკვე აღარ ექვემდებარება, რადგან ახლაც ინტენსიურად თოვს და ძლიერი ქარია.ხევსურეთის სოფლებში მოსახლეობა ზამთარში შეშით თბება. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მათ უკვე წინასწარ დაიმარაგეს. ჩვენ მოსახლეობასთან კავშირი გვექნება და თუ ვინმეს ექიმი დასჭირდება, ვერტმფრენით გადმოვიყვანთ", - განუცხადა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ შაღაშვილმა.
შატილსა და მუცოში ზამთარში 28 ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულობით 70-მდე. შატილში ფუნქციონირებს სკოლა - პანსიონი, სადაც ის ბავშვები სწავლობენ და ცხოვრობენ, რომელთა ოჯახებიც ზამთარს ხევსურეთში ატარებენ.
მასალის გამოყენების პირობები