"პარლამენტი თუ დამტკიცებს ამ სიას ეს იქნება უდიდესი სირცხვილი არა მარტო პარლამენტისთვის არამედ მომავალი თაობისთვის", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის კომენტირებისას.
,,უმრავლესობის წევრები, რომლებიც მხარს დაუჭერენ ბესელია-კაკაბაძის სიას და მას ნოტარიულად დაადასტურებენ ისისნი ვერ აიღებენ პასუხისმგებლობას იმ ადამიანებზე, რომელიც ამ სიაში არიან შეყვანილი. წარმოდგენილ სიაში ჩვენ ვიხილეთ ჯაშუშობაში ბრალდებული, შეიარაღებულ ამბოხში მოანაწილე პირები, ნეონაცისტური ორგანიზაციის წარმომადგენლები. Pპარლამენტი თუ ამ სიას დამტკიცებს ეს იქნება უდიდესი სირცხვილი არა მარტო პარლამენტისთვის არამედ მომავალი თაობისთვის", _ განაცხადა თაქთაქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი პირველი მოსმენით პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიას განიხილავს.