ნატოს გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ხელისუფლებასა და ოპოზიციას კანონის უზენაესობის დაცვისა და კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდებს.
რასმუსენის განცხადებით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
,,საქართველო მოწოდებულია საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო აღიარების საზღვრებში. Aასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს", _ განაცხადა რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე და აღნიშნა, რომ საქართველომ ოქტომბერში დემოკრატიაზე ტესტი წარმატებით ჩააბარა.
რასმუსენის განცხადებით, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის მორიგი ტესტი იქნება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
,,ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს ითანამშრომლოს, რათა კოჰაბიტაციის პროცესმა იმუშაოს და გაგრძელდეს აუცილებელი რეფორმები რათა მიღწეულ იქნეს უმაღლესი ხარისხის დემოკრატიული სტაბილურობა, რაც გულისხმობს კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციის პატივისცემას. Eეს მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის როგორც დემოკრატიული ქვეყნისთვის", - განაცხადა რასმუსენა.
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ნატოს-საქართველოს საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.