საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პლამენ ბონჩევთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კულტურული და ეკონომიკური განვითარების თანამშრომლობის პერსპექტივებს.
ელჩმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ბულგარეთის რესპუბლიკის უპირობო მხარდაჭერა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ.