ბათუმში პარკირების საფასური, შესაძლოა, შემცირდეს. ბათუმის საკრებულოს ფრაქცია "ბათუმისათვის" ინფორმაციით, ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების საერთო ადგილებით საფასურის დადგენის შესახებ დადგენილებაში ცვლილებას და ძველი დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების აღდგენას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, ავტომანქანის პარკირებისთვის წლიური გადასახადი 40 ლარი, ხოლო ქალაქში ჩამოსული მოქალაქეებისთვის ერთი დღით პარკირების გადასახდი 1 ლარი იქნება.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელი ნოდარ დუმბაძე კი აცხადებს, რომ ტარიფების განახევრების სურვილი უმრავლესობის წევრებსაც ჰქონდათ, თუმცა ოპოზიციონერმა კოლეგებმა ინიციატივის გაჟღებაში დაასწრეს. მათ ასევე მზად ჰქონდათ დადგენილების პროექტი, სადაც 7 დღე - 8 ლარი, 182 დღე - 22 ლარი, ხოლო 365 დღე 40 ლარი იქნებოდა.
პირველად ქალაქის თვითმმართველობამ პარკირების საფასური 2011 წლის 21 ივნისს მიიღო, სადაც ერთთვიანი 10 ლარი, სამთვიანი 20 ლარი, ხოლო ერთწლიანი საფასური 40 ლარი იყო. 2012 წლის 31 იანვარს აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილების საფუძველზე, სამთვიანი 45 ლარი, ხოლო ერთწლიანი საფასური 80 ლარი გახდა.