თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში ქუთაისში აშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანა ერთ თვეში პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს. როგორც ჟურნალისტებს ინვესტორი კომპანიის "ფრეშის" პარტნიორი კომპანიის "ჯორჯიან ინტერნეიშენალ ჰოლდინგის" ხელმძღვანელმა მიხეილ თიგიშვილმა განუცხადა, საყოფაცხოვრებო ტქნიკის ექსპორტი 52 ქვეყანაში მოხდება.
აღნიშნული კომპანია ქუთაისში "ფრეშის" წარმომადგენელია.
ამასთან თიგიშვილის განმარტებით, თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობის ფარგლებში ქუთაისში 6 თვის გამმავლობაში 115 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
წლის ბოლომდე კი ქალაქში კიდევ 450 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. მისივე განმარტებით, დანარჩენი 11 ქარხანა, რომელიც შესაბამისი პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს, 2012 წლისთვის დასრულდება. შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის ქუთაისში მხოლოდ ერთი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქარხანაა ამუშავებული.