სისხლის სამართლის კოდექსთან დაკავშირებით, სესიაზე ერთმანეთს ჯონდი ბაღათურია და გია ცაგარეიშვილი დაუპირისპირდნენ. ცაგარეიშვილმა ხელისუფლება გააკრიტიკა, ბაღათურიამ კი ხელისუფლების დაცვა სცადა.
სესიაზე პირველი მოსმენით განიხილება საქართველოს მთავარი პროკურორის ინიციატივა _ პატიმრობის შეფრდების ასაკის აწევა 12-იდან 14 წლამდე. ასაკი 14-იდან 12 წლამდე ორი წლის წინ პარლამენტის მაშინდელი იურიდიული კომიტეტის ინიციატივით დაწიეს და ცაგარეიშვილმა მოითხოვა არგუმენტები, თუ რატომ მიიღეს ცვლილება თავის დროზე და თუ საჭირო იყო, ახლა რატომ ხდება ასაკის აწევა.
ამ კითხვას ბაღათურია გამოეპასუხა. "საჭირო არ არის ისტერიკის ატეხა, ვინაიდან ეს არის კარგი ინიციატივა და სჭიროა მხარი დაუვჭიროთ", - განაცხადა ბაღათურიამ.
ცაგარეიშვილმა კი მას მოუწოდა, რომ პირადი მიზნებისთვის საჭირო არ არის "ხელისუფლების ფერება და დაცვა".