დღეს, 1-ელ დეკემბერს, 11:00 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და პოლონეთის სამეფო ტურიზმის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით, ტარდება ტურისტული საინფორმაციო და სარეკლამო ცენტრის პრეზენტაცია-ტრენინგი, რომელიც გათვალისწინებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტით - "ტურისტული სექტორის მცირე მეწარმეთა ხელშეწყობა ფშავ-ხევსურეთის რეგიონში" ფონდ - "პოლონეთის დახმარება განვითარებისათვის (POLISHAID)"-ის ფარგლებში.
პრეზენტაციაზე მიწვეულნი არიან პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკაია და ოფიციალური წარმომადგენლობა პოლონეთის მხრიდან, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. პრეზენტაციას დაესწრებიან ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების, საოჯახო სასტუმრო სახლების მფლობელები და განსახილველი საკითხებით დაინტერესებული პირები.