უკანაკსნელი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ხანძრის 9 კერა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, რაჭის და სვანეთის გარდა ხანძრის კერები გამოვლინდა გურიასა და კახეთში, თუმცა მათი ლოკალიზება სწრაფად მოხერხდა.
"ახლა შეშის ჭრის სეზონია. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებ", - განაცხადა ხაჩიძემ. ამასთან მინისტრმა ტყე-კაფებზეც ისაუბრა და განმარტა რომ ყველა ეს პოროცესი უკვე დასრულებულია.
"უკვე დასრულდა ტყე კაფების გამოყოფა ყველა რაიონში, თუმცა პრობლემა შექმნა ძლიერმა წვიმებმა რის გამოც ტყე კაფებამდე მისასვბლელი გზა დაიმეწყრა და მიუვალი გახდა. თუმცა მთავრობა მოსახლეობასთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს", - განმარტა გარემოს დაცვის მინისტრმა.