ზამთარში საქართველოს მოსახლეობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის პრობლემა არ შეექმნება. როგორც ალექსანდრე ხეთაგურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ზამთრისთვის როგორც გაზის ისე დენის წყაროები მაქსიმალურად დივერსიფიცირებულია.
"სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე მიმართულებით ჩატარდა და შესაბამისი სისტემები სრულად არის მოწესრიგებული", - განმარტა ხეთაგურმა. აღსანიშნავია რომ აღნიშნუი საკითხით მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრი ნიკა გილაურიც დაინტერესდა.