მარტვილში სამოქალაქო მოძრაობა "მარტვილი -ნაციონალური მოძრაობის მმართველობის გარეშე" საპროტესტო აქციებს აგრძელებს და მარტვილის გამგეობისა და საკრებულოს შენობასთან შიმშილობის აქცია მიმდინარეობს.
მთელი ღამის განმავლობაში მარტვილის გამგეობისა და საკრებულოს შენობისთან იმყოფებოდა 10 მოშიმშილე და აქციის 50-მდე მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები მარტვილის გამგებლის მამუკა დანელიასა და საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ გოროზიას გადადგომას ითხოვენ.