დღეს, 27 ნოემბერს, სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. ოსური მხარე შეხვედრაზე მათი უფზო-უკვლოდ დაკარგული და საქართველოს ციხეებში მყოფი ე.წ. მოქალაქეების საკითხის დაყენებას აპირებს.
ამასთან, სეპარატისტები კვლავ აპირებენ ქართული სოფლის ზარდიანთკართან დაკავშირებული საკითხის წინ წამოწევას, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს საკითხი ამოწურულია და სოფელში არსებული ქართული პოლიციის საგუშაგოს გადატანა არ მოხდება.
"ვაპირებთ ასევე დავაყენოთ საკითხი ინციდენტის მიმოხილვის შესახებ, რომელიც ზნაურის რაიონში მოხდა. იქ ჯერ კიდევ 2008 წლის კონფლიქტის დროს დატოვებულმა კასეტურმა საბრძოლო მასალამ ადგილობრივი მოსახლის სიცოცხლე იმსხვერპლა", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი.