ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ქეთრინ ეშტონმა საქართველო უკვე დატოვა.
ეშტონმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. ორივე შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ესწრებოდა.
როგორც საქართველოში ვიზიტის შეფასებისას ენშტონმა განაცხადა, ქვეყანაში არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური ანგარიშსწორება ოპონენტების მიმართ. მისი განცხადებით, ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
შეგახსენებთ, რომ ეშტონი საქართველოს ცენტრალურ აზიაში პოლიტიკური ტურის დაწყებამდე სტუმრობდა.