იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბი, იანუკოვიჩის გამარჯვებას, მხოლოდ სასამართლო პროცესში დამარცხების შემთხვევაში აღიარებს. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.
გამოცემაში ტიმოშენკოს თანაგუნდელის, დუმას დეპუტატის, ანდრეი შკილის კომენტარია მოყვანილი, სადაც დეპუტატი სასამართლოზე საუბრობს.
"იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სასამართლოში ვერ დავამტკიცებთ იმ დარღვევებს, რომლის წყალობითაც იანუკოვიჩმა წარმატებას მიაღწია - იანუკოვიჩის გამარჯვებას ვაღიარებთ", - განაცხადა ანდრეი შკილმა.