ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის გუშინ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობა მთელი გასული ღამის განმავლობაში სრულდებოდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან პირველი საათის განმავლობაში ისარელის ტერიტორიიდან ღაზას მიმართულებით ხუთი რაკეტა იქნა გაშვებული.
ამჟამად ღაზის ტერორისტული ორგანიზაციები ცეცხლის შეწყვეტას ზეიმობენ და მას "დიდ გამარჯვებასა" და "სიონისტების დიდ მარცხს" უწოდებენ.