საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი თანამდებობას ტოვებს. კოტე გაბაშვილმა გადადგომის მოთხოვნით პრეზიდენტს წერილობით უკვე მიმართა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ამ ორიენტაციის ახალ მთავრობასთან მუშაობას არ აპირებს.
როგორც ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ის კოტე გაბაშვილის ელჩის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმირებული იყო.
,,ბატონი კოტე გაბაშვილის განცხადება გუშინ წინ ვნახე, სადაც ამბობს, რომ პოლიტიკური მრწამსის გამო წარმოუდგენლად მიაჩნია ამჟამინდელ თანამდებობაზე დარჩენა. ეს განცხადება დაწერიალია პრეზიდენტის სახელზე. არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა. ახლი მთავრობა ჩამოაყალიბა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრია, მან მოიგო არჩევნები და სრულიად ბუნებრივია ის ხალხი ვინც თავს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრად გრძნობდა ტოვებს თანამდებობებს ", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.