ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ესტონეთის მიერ სამგზავრო დოკუმენტად აღიარების შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ მხარეს ოფიციალურად აცნობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 12 ნოემბრის ნოტაში ნათქვამია, რომ უწყებამ მიიღო ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ნიმუში, თანდართული ინფორმაცია და ზემოხსენებული დოკუმენტი აღიარებულია ესტონეთში მგზავრობისთვის ვალიდურ დოკუმენტად.
ცნობისთვის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი და ნეიტრალური პირადობის მოწმობა წარმოადგენს ჰუმანიტარული ხასიათის საბუთს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას სოციალური სერვისების მიღებისა და საზღვარგარეთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ამ დროისათვის აღიარებულია იაპონიის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვაკეთის, აშშ-ის, ბულგარეთის, პოლონეთის, ისრაელისა და ესტონეთის მიერ.