,,ყველა ნაბიჯი, ყველა დაჭერა უკავშირდება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებს", - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერა გიორგი გაბაშვილმა გიორგი ქელბაქიანის დაკავების კომენტირებისას.
,, გიგი ქელბაქიანი, დაიჭირეს იმიტომ, რომ რიყეზე აშენებს თეატრს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ მოსწონს. როგორც ჩანს ყველა ნაბიჯი, ყველა დაჭერა უკავშირდება ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებს", -განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერა გიორგი გაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ენ სი სი"-ს გენერალური დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე საწარმოს ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე, რომლებმაც სახელმწიფო სახსრების დიდი ოდენობით მითვისების მიზნით, ერთ-ერთ ფიზიკურ პირს კონტრაქტის გარეშე ჩაურიცხეს 6 309 885 ლარი, საიდანაც აღნიშნულმა პირმა 3 032 091 ლარი ნაღდი ფული, უკან დაუბრუნა გიორგი ქელბაქიანს და არჩილ ჩოგოვაძეს. გარდა ამისა, ამავე პირების მიმართ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება რიყეზე მდებარე „ბუდაბარის" საკუთრების კანონიერების შესახებ, აგრეთვე თბილისის შემოგარენში მშენებარე ფეშენებელური აგარაკების სამშენებლო სახსრების წარმომავლობასთან დაკავშირებით.დაკავებულ პირებს კანონით დადგენილ ვადებში წარედგინებათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა) და გ) პუნქტებით.აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას".