ხვალ , 22 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხებს. როგორც პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში განმარტავენ, ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია სასტუმრო „რედიონ ბლუ ივერიაში" 11 :00 საათზე დაიწყება. პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე დასწრების საშუალება მიეცემა ყველა ჟურნალისტს, ვინც 21 ნოემბრის 18:00 საათამდე, სახელმწიფო კანცელარიის პრესსამსახურში შესაბამის აკრედიტაციას გაივლის.