საბურთალოზე მდებარე სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. სუპერმარკეტში ორი ნიღბიანი პირი წუხელ ღამით შეიჭრა და იარაღის მუქარით ნავაჭრი თანხა და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი გაიტაცა.
ამ დროს მაღაზიაში მხოლოდ გამყიდველი იმყოფებოდა, რომელსაც მძარცველებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდართან დაკვშირებით გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიცია აწარმოებს.