უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს შორის ამომრჩეველთა ხმების რაოდენობის მიხედვით სხვაობა კვლავ 3 %-ია.
უკრაინის ცესკომ ბიულეტენების დათვლა თითქმის დაასრულა. დათვლილია ხმების 99 %-ზე მეტი.
წინასწარი მონაცემებით, იანუკოვიჩს ამომრჩეველთა 48,81 %-მა, იულია ტიმოშენკოს კი, 45,61 %-მა დაუჭირა მხარი. ბიულეტენები გადახაზა, ანუ არც ერთ კანდიდატს არ მისცა ხმა საარჩევნო ასაკის მქონე 4,37 %-მა მოქალაქემ.
საბოლოო შედეგები უკრაინის ცესკომ 17 თებერვლამდე უნდა გამოაქვეყნოს.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 თებერვალს ჩატარდა.