დღეს, 20 ნოემბერს კორეის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში (რეზიდენციით ქ. ბაქო) ჩოი სუკ-ინმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით ჯალაღანიას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა. მინისტრის მოადგილემ გამოთქვა კმაყოფილება საქართველოში კორეის ახალი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და უსურვა წარმატებები მის მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი და მათი განვითარების პერსპექტივები. ასევე, გამოთქვეს კმაყოფილება ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის თაობაზე. კორეის ელჩმა საქართველოში კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის კეთილგანწყობა საქართველოსადმი და მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს თბილი მიღებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები