საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ უსუფაშვილმა განაცხადა, ფილიპ გორდონი დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს თანაარსებობა საპრეზიდენტო ინსტიტუტსა და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდამჭერ მთავრობას შორის
,,ბატონო გორდონი განსაკუთრებით დაინტერესდა, თუ როგორ მიმდინარეობს თანაარსებობა საპრეზიდენტო ინსტიტუტის და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდამჭერ მთავრობას შორის", _ განაცხადა ჟურნალისტებთან დავით უსუფაშვილმა ფილიპ გორდონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ .
"შეხვედრა თბილი და მეგობრული იყო. ჩვენ პირველად შევხვდით მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ბევრი, რამ შეცვალა ქვეყანაში და აშშ-ში ჩატარებულმა არჩევნებმა აშშ-ში ბევრი რამ არ შეცვალა. Aასე, რომ ამ ორი არჩევნების შემდეგ ჩვენ პირველად შევხვდით. საუბარი შეეხო, ჩვენი ქვეყნის თემებსა და პრობლემებს", _განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს. როგორც უსუფაშვილმა, ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე განიხილეს ის საკითხებიც, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდა.