მობილური ოპერატორი ბილაინი ქუთაისში აბონენტთა მომსახურების განახლებულ ოფისს ხსნის. განახლებული ოფისს რომელიც ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზ. 54/2-ში მდებარეობს, ბილაინის წარმომადგენლები დღეს, 16 ნოემბერს, 14:00 საათზე გახსნიან.
ბილაინის ახალ ოფისში ქუთაისში, ბილაინის არსებულ და ახალ აბონენტებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ყველა ტიპის სერვისი, რომელსაც ბილაინი მათ მთელი საქართველოს მასშტაბით აწვდის.
"ბილაინი, როგორც დინამიკურად მზარდი კომპანია, საკუთარ პოზიციებს იმყარებს, როგორც საცალო გაყიდვების, ისე კორპორაციული მომსახურების კუთხით. ქუთაისის ოფისი ნებისმიერ მსურველს გაუწევს მომსახურებას და დახმარებას ჩვენი სხვადასხვა სერვისის და პროსდუქციიის შეძენისას, დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ოფისის გახსნა დაგვეხმარება როგორც ახალი ისე არსებული აბონენტებისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების შეთავაზებაში", - აცხადებს ბილაინის იმერეთის ფილიალის ხელმძღვანელი პაატა დარახველიძე.