ბაჩო ახალაია ცოტნე დადიანი და სხვებისთვის ზნეობრივი მაგალითია - ამის შესახებ ისტორიკოსმა სვიმონ მასხარაშვილმა „მაესტროს" ეთერში განაცხადა. მასხარაშვილის თქმით, ბაჩო ახალაია არა მხოლოდ დღეს, არამედ, ზოგადად, საქართველოს ისტორიისთვის ზნეობრივი მაგალითია.
„მან თავისი ქმედებებით და წარმოებული საქმეებით, ჩვენი მომავალი თაობა გაათავისუფლა იმ სიბინძურისაგან, რომელსაც ქურდული მენტალიტეტი ერქვა. ამიტომ ის არის უდიდესი მოღვაწე და სახელმწიფო ფიგურა, მისი ჩამოსვლა კი არის დიადი მაგალითი, მომავალი საქართველოს ყველა გმირისათვის. ის ისტორიის უეჭველი კუთვნილებაა, რაც არ უნდა გადაწყვტოს სასამართლომ" - აცხადებს მასხარაშვილი.
ისტორიკოსი, თავდაცვის ექსმინისტრის მხარდასაჭერად, მე-7 საპყრობილესთან მივიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ახალაიას საჩუქრად ორი წიგნი მიუტანა.