ირანმა დღეს ფორმალურად საქმის კურსში ჩააყენა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (მაგატე) იმის შესახებ, რომ 9 თებერვლიდან თავის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების სამუშაოს დაწყებას აპირებს.
ამ ინფორმაციას "ფრანც პრესი" ორგანიზაციაში თეირანის ოფიციალურ წარმომადგენელზე ალი აგსარა სოლტანიეზე დაყრდნობით ავრცელებს.
რამდენიმე ხნის წინ ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა აკბარ სალეხი აცხადებდა, რომ თეირანი ორშაბათს აპირებს აუწყოს მაგატეს 20 %-ით ურანის გამდიდრების დაწყების შესახებ. ხოლო სამშაბათს უკვე ტანზანში არსებულ ქარხანაში გამდიდრებული ურანის წარმოება დაიწყოს. კვირას ირანის პრეზიდენტმა მისცა განკარგულება სალეხს, 20 % ურანის გამდიდრება დაიწყონ.
აღსანიშნავია, რომ ირანს აქვს 1,5 ტონა დაბალგამდიდრებული ურანი აქვს, რომელიც დაახლოებით 20 % გამდიდრებას საჭიროებს, იმისათვის, რომ კვლევითი რექტორი ამუშავდეს.