აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაზრდის ტარიფებს ინდოეთისთვის რუსული ნავთობის იმპორტისა და „გადაყიდვის“ გამო.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ინდოეთი არა მხოლოდ ყიდულობს რუსული ნავთობის უზარმაზარ რაოდენობას, არამედ შეძენილი ნავთობის დიდ ნაწილს ღია ბაზარზე ყიდის დიდი მოგების მისაღებად.
„მათ არ აინტერესებთ, რამდენ ადამიანს კლავს უკრაინაში რუსული საომარი მანქანა. ამის გამო, მე მნიშვნელოვნად გავზრდი ინდოეთის მიერ აშშ-სთვის გადახდილ ტარიფს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა.