თავისუფლების მოედანზე, პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.
„ნინო დათაშვილის ტალღა“ - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეებმა წმინდა გიორგის მონუმენტს წრე შემოარტყეს.
აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ასევე გადაკეტილია რუსთაველის გამზირი.
გარდა ამისა, უწყვეტი პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე, სადაც მოქალაქეები უკვე 240-დღეზე მეტია იკრიბებიან.
ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.