დაპირისპირება ქართულ ძიუდოში - საქართველოს ნაკრების მწვრთნელ ლაშა გუჯეჯიანსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბეთქილ შუკვანს შორის ინციდენტი მოხდა.
სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, რამდენიმე პიროვნება 12 ნოემბერს ნაკრების ვარჯიშზე საკუთარი სურვილით მივიდა. მოგვიანებით კი გუჯეჯიანსა და შუკვანს შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი.
"ეს იყო პროვოკაცია. სხვა მიზანი ჰქონდათ იქ მოსულ ადამიანებს - თითქოს თურმე მწვრთნელები სცემენ სპორტსმენებს და ეს არ გამოუვიდათ. ეს ყველაფერი არც მე არც შუკვანს და არც ნებისმიერ ძიუდოისტს არ აძლევდა მომგებვიან პოიზიციას გარდა ხაბარელისა", - განაცხადა ლაშა გუჯეჯიანმა.
მასალის გამოყენების პირობები