განათლების სამინისტროს თეა თუთბერიძის ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც სკოლის დირექტორების გადამზადებით არის დაკავებული, სასამართლოში სამი სარჩელი აქვს შეტანილი. ეს განცხადება დღე სესიაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჯონდი ბაღათურიამ განათლების სამინისტროს თუთბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.
ეს მოთხოვნა კი ბაღათურიამ თუთბერიძის მიერ პატრიარქის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო დააყენა.
ბაღათურიას განცხადებით, `საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და გიჟსაც და გაბოროტებულსაც აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი თავისუფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი ცხვირი იწყება, ამიტომ ერის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ადგილი არ უნდა ჰქონდეს~, - განაცხადა ბაღათურიამ.
ამასთან იგი მიესალმება ხელისუფლების და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სწორი პოზიციის დაფიქსირებას. თუმცა, იმასაც აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის და განათლების სამნისტროს თუთბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას სთხოვს.
მისი თქმით, თუთბერიძე შეუფერებელია იმ თანამდებობისთვის რომელიც მას უკავია და ეს თანამდებობა უნდა დატოვოს.