2012 წლის იანვარ-ოქტომბერში სულ აჭარა 1 მლნ 451 ათას 303 ვიზიტორმა მოინახულა, რაც წინა წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 27.4%-ით მეტია, ხოლო 2010-თან შედარებით კი 62.7%-ით მეტი.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში სულ აჭარაში 1 მლნ 138 ათას 774 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში - 892 ათას 149 ვიზიტორი.
2012 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 717 ათას 196 ვიზიტორი შეადგინა, რაც 2011 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 77.2%-ით მეტია. 2011 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარას სტუმრობდა 404 ათას 830 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2010 წელს - 288 ათას 856 ვიზიტორი.