"დღეს შექმნილი პოლიტიკური რელობებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკური და კონომიკური თვალსაზრისით აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა რუსეთ-საქართველოს შორის სწორედ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი", _ აცხადებს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი ფონდის "სამოქალაქო ინიციატივა და მომავლის ადამიანი"-ს დირექტორი, პოლიტოლოგი ლეილა ტანია.
მისივე თქმით, ხანგრძლივვადიან ეკონომიკურ პერსპექტივაში რეგიონის ინტეგრაცია ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ის ვიღაცისთვის მეტად მომგებიანია და ვიღაცისთვის ნაკლებად, მაგრამ ეს -აფხაზეთის მომავალია.
"თუმცა რამდენიც არ უნდა გვარწმუნოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ეს წმინდა ეკონომიკური პროექტია, მისი პოლიტიკური სარჩული მაინც ჩანს და ეს ჩანს თავად ზაქარეიშვილის განცხადებაში, სადაც ის ამბობს, რომ ეს მიმოსვლა რომ არსებობდეს დევნილები ერთგვარად თავად დაბრუნდებოდნენ. და სწორედ ეს არის რა თქმა უნდა მიუღებელი აფხაზური მხარისა და აფხაზური საზოგადოებისათვის",_ აცხადებს ტანია და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება რუსეთს ის საკმაოდ დაინტერესებულია ასეთი მიმოსვლის აღდგენით, არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ გეოპოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე.
"რუსეთის ხელისუფლების ამგვარმა დაინტერესებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს აფხაზეთის ხელისუფლებაზე მაგრამ საზოგადოებაში არსებული ნეგატიური რეაქცია იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ამ ეტაპზე მაინც ამ პროექტზე უარის თქმის საკითხში", _ აცხადებს ლეილა ტანია.
მასალის გამოყენების პირობები