მედიკამენტ ალემტუზუმბის (რომელიც ჩვეულებრივ ლეიკემიის მკურნალობის დროს გამოიყენება) ფართო მასშტაბიანი, თითქმის ოთხწლიანი კლინიკური გამოცდის მესამე ფაზამ დაადასტურა პრეპარატის დიდი ეფექტურობა შეუმსუბუქოს მდგომარეობა გაფანტული სკლეროზით დაავადებულებს ინტერფერონ ბეტა 1-ა-თან შედარებით, რომელიც სტანდარტულად გამოიყენება ამ დაავადების სამკურნალოდ.
კვლევების ხელმძღვანელის, დოქტორ ელესდეირ კოულსის (Alasdair Coles) განმარტებით, "გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ ახალი მედიკამენტების ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში გამოჩენილმა არც ერთმა მედიკამენტმა რებიფერთან შედარებით, არ აჩვენა ისეთი კარგი შედეგი,როგორიც ალემტუზუმბმა."
ალემტუზუმბის მწარმოებელმა Genzyme (ფრანგული ფარმაგიგანტის Sanofi ქვეგანყოფილება) აგვისტში მედიკამენტი გამოითხოვა აშშ-ს და ევროკავშირის ბაზრებიდან შესაბამისი რეგულატორებისგან ლიცენზიის მისაღებად, რათა მედიკამენტი გაფანტული სკლეროზის სამკურნალო საშუალებად გამოიყენონ. ლიცენზირების შემდეგ მედიკამენტის ფასი შეიძლება გაიზარდოს და გახდეს ხელმიუწვდომელი პაციენტის უმრავლესობისა და ჯანდაცვის სისტემებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები