პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი მიიჩნევს, რომ თეა თუთბერიძის ქმედებაზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს. ეს განცხადება გიგი წერეთელმა დღეს სესიაზე თუთბერიძის მიერ პატრიარქთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების და გავრცელებული ვიდეორგლოების კომენტარისას გააკეთა.
როგორც წერეთელი აღნიშნავს, `თითოეული ადამიანისთვის არის ძვირფასი, რაც პატრიარქს უკავშირდება~ და ამ თემის გამოყენება პოპულიზმისთვის არ შეიძლება.
`ყველაზე კარგი შეფასება იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პატრიარქის მოწოდება, - ვიყოთ შემწყნარებლები და შევინარჩუნოთ სიმშვიდე.
"პატრიარქის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს ქვეყნის ერთიანობა და არ ღირს ამ თემაზე ბევრი საუბარი. ნუ განვიკითხავთ, რათა იყოს მეტი სიმშვიდე და შემწყნარებლობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ადამიანები საკუთარ ენერგიას უფრო სასარგებლო და მნიშვნელოვან საქმეს მოახმარენ. მაგრამ არ შეიძლება თავისუფლების პრინციპების ასე განუსჯელად გამოყენება~, - აცხადებს წერეთელი.