ჩვენთვის, ბუნებრივია, მიუღებელია დუჟმორეული ინტონაცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან მოდის, - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბარში თბილისი მერმა გიგი უგულავამ. მისი თქმით, მათი შეუვალი პოზიციაა, რომ ყველა სოციალური დახმარება, რომელიც თბილისელებს წლების განმავლობაში ჰქონდათ უნდა შენარჩუნდეს.
"ჩვენთვის, ბუნებრივია, მიუღებელია დუჟმორეული ინტონაცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროდან მოდის. თუმცა მე, იმის გამო, რომ ვიცი სახელისუფლებო არქიტექტურა, ის ახლა ძალიან უხერხულ მდგომარეობაშია იმის გამო, რომ მან სწორედ დაუფიქრებელი მოქმედებით ხელი მოაწერინა ახალ პრემიერ-მინისტრის ამ დადგენილებაზე - მისი პირველი დადგენილაბაა და ამაზე პასუხიმგებლობა თავიდან ბოლომდე ივანიშვილზე მეტად ეკისრება ხადურს, რომ პირველი დადგენილება ახალი მთავრობის, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილი, ეხება 600 ათასი თბილისელისთვის შეღავათების გაუქმებას", - განაცხადა უგულავამ.