დღევანდელ შს მინისტრს ცუდი სასტარტო პირობები აქვს, - აცხადებს გაზეთ "24 საათისთვის" მიცეულ ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი. მისი თქმით, საზოგადოება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ძალიან რადიკალურ, სწრაფ და ეფექტურ შედეგებს არის შეჩვეული.
"იმდენად მაღლაა აწეული თამასა, რომ ძალიან რთულია ამ პოსტზე სერიოზული წარმატების მიღწევა. მე პირადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას ამ დონის შენარჩუნებასაც კი გმირობად ჩავუთვლი", - აცხადებს მერაბიშვილი.