პირადად მე, დაახლოებით გაზაფხულზე ვიგრძენი, რომ ყველაფერი კლასიკური, ტრადიციული გზით არ მიდიოდა და რომ საზოგადოებაში განსხვავებული მოლოდინები გაჩნდა, - ასე პასუხობს გაზეთ "24 საათს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანი ივანე მერაბიშვილი შეკითხვას თუ როდის იგრძნო გარდატეხა ამომრჩეველში.
მისი თქმით, მან უკვე გაზაფხულზე შეამჩნია, რომ საზოგადოებაში განსხვავებული მოლოდინები გაჩნდა.
"ეს მოლოდინები ისეთი აღარ იყო, რომელსაც ჩვენ სხვა წინასაარჩევნო პერიოდში ვხედავდით. ვიგრძენი, რომ ჩემთვის რაღაც უცხო გარემოებები ჩაერთო ადამიანის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიჭირს ახსნა, რა იყო ეს. ხალხთან საუბრის დროს ვხედავდი, რომ მათ აზრზე სხვადასხვა სუბიექტური გარემოება ზემოქმედებდა... თუმცა, მაშინ ამ მოვლენას სახელს ვერ ვარქმევდი, მაგრამ ვხედავდი - მიუხედავად იმისა, რომ ვსაუბრობდი ტრადიციული რიტორიკით და წინასაარჩევნოდ პოლიტიკოსისთვის მიღებული საშუალებებით, მეჩვენებოდა, რომ მათი რეაქცია ადეკვატური არ იყო, არ იყო ისეთი, როგორიც ადრე - არასაარჩევნო პერიოდში", - აცხადებს მერაბიშვილი და აღნიშნავს, რომ ."რაღაც სხვა ისეთმა გარემოებებმა დაიწყო მუშაობა, რასაც ადრე ადგილი არ ჰქონია ქართულ პოლიტიკაში. მიჭირს თქმა, რა იყო ეს"...