დანიშვნის წესით გუბერნატორის არჩევა, ვინც არ უნდა ნიშნავდეს მას თვისობრივად პოზიტიური ცვლილება არ იქნება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მთავრობის გადაწყვეტილების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ გუბერნატორები უნდა აირჩიოს.
,,დანიშვნის წესით გუბერნატორის არჩევა, ვინც არ უნდა ნიშნავდეს მას, რა კომბინაციით თვისობრივად პოზიტიური ცვლილება არ იქნება, შესაბამისად, ჩვენი შეფასებით შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მთლიანად არჩევითი თვითმმართველობის სისტემაზე გადასვლა. ამიტომ არ უნდა ვიდავოთ იმაზე გუბერნატორს პრემიერი დანიშნავს, თუ პრეზიდენტი, არამედ უნდა გადავიდეთ მთლიანად არჩევით თვითმმართველობაზე. Gგუბერნატორიც და თვითმართველობის ორგანოებიც უნდა იყოს არა დანიშნული ვინმეს მიერ, არამედ ხალხისგან არჩეული", -განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან შეთანხმების საფუძველზე დანიშნავს.