პოლიტოლოგი იური ჩაუსოვი ვარაუდობს, რომ აფხაზეთისა და ე.წ . სამხრეთ ოსეთის თემა რუსეთისა და ბელორუსის საგარეო საქმეთა მინსტრების შეხვედრაზე საერთოდ არ განხილულა. მისი თქმით, ეს საკითხი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა წამოსწიეს წინ.
"ეს საკითხი სწორედ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ იქნა წინ წამოწეული. მაკეის პასუხიც, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეცვლილა სწორედ ამას გულისხმობს: აქტუალურ დღის წესრიგში ეს საკითხ არ დგას",_ მიიჩნევს ექსპერტი.
მისივე თქმით, ბელორუსი ევროპაში საზღვრების ურღვეობის პრინციპის მიმდევარია. ამიტომაც პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ალბათობა იმისა, რომ ოფიციალურმა მინსკმა ახლო მომავალში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიაროს - თითქმის ნულს უტოლდება.