იაშვილის კლინიკაში H1N1 ვირუსით 2 თვის ჩვილი მოათავსეს.
მარიამ ურბანოვა თბილისში წუხელ, ბოლნისიდან ჩამოიყვანეს.
ჩვილი გოგონას ექიმების განცხადებით, კლინიკაში შეყვანის დროს პაციენტის მდგომარეობა უმძიმესი იყო, რაც სუნთქვის უკმარისობაში გამოიხატებოდა.
"ამჟამად, მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება, თუმცა სუნთქვის უკმარისობა შემცირებულია", - აცხადებენ ექიმები.
გახდა თუ არა ჩვილის დაავადების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ბავშვს ლაბორატორიული შემოწმება უკვე ჩაუტარდა.