საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე უმცირესობის ლიდერი მოხარულია, რომ "თავისუფლებსი ინსტიტუტის" წარმოამდეგნელის თეა თუთბერიძის მიერ პატრაირქის მიმართ შეურაცხმყოფელი ვიდეორგოლების გავრცელების ფაქტი ხელისლფებამ დაგმო და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში ანტიეკლესიური ლობი დამარცხდა. ამის შესახებ განცხადება თარგამაძემ დღეს სესიაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამ თემაზე საუბარიც არ ღირს და არ არის საჭირო თუთბერიძის სახელის ხსენება, თუმცა, მისი თქმით., `რადგან ამ ადამიანს სერიზული გავლენა და სამეგობრო ჰყავს ხელისუფლებაში, სწორედ ამიტომ არის რეაგირება საჭირო.
"ჩვენი პოლიტიკური მოძრაობაც ამიტომ შეშფოთდა და ამიტომ მოუწოდა ხელისუფლებას ორი დღის წინ პოზიცისიის დაფიქისირებისკენ~, - განაცხადა თარგამაძემ.
ხელისუფლების წარმომადგენლების და თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების შემდეგ კი, თარგამაძე იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში ანტიეკლესიური ლობი დამარცხდა და ეს ტენდეცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს.