დედაქალაქის მერიამ ზამთრის 5 ათასი ტონა ტექნიკური მარილი შეიძინა.
თბილისის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული რაოდენობის მარილი ზამთრის სეზონისთვის სრულიად საკმარისია.
აღსანიშნავია, რომ უწყების თანამშრომლებმა მოყინულ გზებზე ტექნიკური მარილი წუხელაც დაყარეს, რის გამოც მძღოლებს გადაადგილების პრობლემა არ აქვთ.
დედაქალაქის გარდა მარილი დაიყარა შემოერთებულ ტერიტორიებზეც, მათ შორის წყნეთში, კიკეთსა და წავკისშიც.