საქართველოში უნალექო ამინდი კიდევ ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
სიმოპტიკოსების პროგნოზით, 9 თებერვლიდან მცირე ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოში. იქროლებს ძლიერი ქარიც. ტემპერატურა 5 გრადუსამდე გათბება. დასავლეთ საქართველოში კი 10-15 გრადუსი სითბო იქნება.
"დღეს და ხვალ იქნება უნალექო ამინდი, თუმცა 9 თებერვიდან დასავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი. ტემპერატურა 15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი უმეტესად ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება", - აცხადებენ სინოპტიკოსები.