საპარლამენტო უმრავლესობამ შესაძლებელია ახალ შრომის კოდექსზე დაიწყოს მუშაობა. მანამდე კი არსებულ კოდექსში იმ მუხლის ცვლილება, იგეგმება, რომელიც დამქირავებლის მიერ მუშაკის დასაბუთების გარეშე გათავისუფლებას ეხება.
,,დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს ცვლილება იმ მუხლში, რომელიც მუშაკის გათავისუფლების საფუძვლებს ითვალისწინებს. Dდამქირავებელს უფლება აქვს, რომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დაკავებული თანამდებობიდან გაათვისუფლოს მუშაკი. მიგვაჩნია, რომ დამქირავებელს მუშაკის გათავისუფლების უფლება უნდა ჰქონდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ არღვევს შრომის ხელშეკრულებას, კანონს და ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. შესაბამისად, მუშაკის გათავისუფლება დასაბუთებული უნდა მოხდეს და მისი გასაჩივრება სასამართლოში შესაძლებელი უნდა იყოს", _ განცხადა ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა კობა დავითაშვილმა.