შეწყალების კომისიაში შვიდი ადგილი ვაკანტურია, _ განაცხადა ჟურნალისტებთან შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.
მისივე განცხადებით, შეწყალების კომისიის დაკომპლექტება პრეზიდენტის პრეროგატივაა.
,,შეწყალების კომისია თხუთმეტი წევრისგან შედგება და აქედან შვიდი ადგილი ვაკანტურია, რადგან ზოგი მათგანი იყო დეპუტატი, მთავრობის წევრი. ისინი დღეს უკვე თანამდებობაზე აღარ არიან. კომისიაში რვა ადამიანი ვრჩებით, მაგრამ კომისიაში შემოსაყვანია კიდევ შვიდი პიროვნება", _განაცხადა თევდორაძემ