კომიტეტებს უახლოეს პერიოდში იუსტიციის საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენა დაევალათ.
ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამის კომიტეტებს და ფრაქციათა წარმომადგენლებს დაევალათ უახლოეს პერიოდში წარმოადგინონ იუსტიციის საბჭოს წევრთა კანდიდატურები, პატიმართა ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის წევრთა კანდიდატურები.
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, დამატებით, სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება დაევალა.